ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ინტერპოლს მოუწოდებენ, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. მათ მიმართვას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ავრცელებს.
"პატივცემულო გენერალურო მდივანო, მე გწერთ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ მოგმართათ ინტერპოლს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თხოვნით.
ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რათა დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლება და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები. როგორც მოგეხსენებათ, ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენ ორგანიზაციას, ჩაერთოს იმ საქმეებში, რომელთაც აქვთ პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათი.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა გამოიწვიოს მათგან გადახვევა. მე განვაგრძობ ამ შემაშფოთებელი სიტუაციის მონიტორინგს და გთხოვთ, ჩამაყენოთ საქმის კურსში მოვლენების განვითარების ირგვლივ.
პატივისცემით, მაიკლ რ. ტერნერი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.