საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძესთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს: "სირცხვილია, ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც არ ჩაუდენია".
"გასაკვირია და დამაფიქრებელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იხსენებს ამ სისხლიან ღამეს, როდესაც დაფიქსირდა ადამიანის მიზანმიმართული დევნა და დაფიქსირდა ადამიანების გარდაცვალების შემთხვევები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დაინიშნა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.