დავით უსუფაშვილი: ვთხოვ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით
08-08-2016, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

"ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით", - აღნიშნავს უსუფაშვილი.

 


„სამწუხაროდ, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა.

 


"ნატო-სკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევრო-ატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს", - აცხადებს ბრაიზა.

 

 

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს საქართველოს მომავალს, რა არის მისი მომდევნო ამბავი, მომდევნო ისტორია, ბრაიზა პასუხობს:

 

 

"....საქართველო დასავლური ქვეყანაა, საქართველო არის ევროპა, შეხედეთ მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას და კულტურას, ეს ევროპული ქვეყანაა. იმედი მაქვს ამ ისტორიის გაგრძელება არ იქნება ის, რომ საქართველო ამ ევროპულ ისტორიაზე, ევროპულ ამბავზე ხელს ჩაიქნევს. ვფიქრობ 10-15 წელიწადსი საქართველოს ამბავი იქნება ის, რომ საქართველო ძლიერ შეარყია რუსეთის აგრესიამ, რომ დროებით დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ დროთა განმავლობაში “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკამ და დასავლეთში გამოფხიზლებამ საქართველოს ახალი შანსი მისცა, საქართველო ამ შანსს იყენებს და თავის კურსს უბრუნდება.

 

 

დღეს წარმოუდგენელია იმის განჭვრეტა თუ როდის იქნება საქართველო ევროპის კავშირის ან ნატოს წევრი, მაგრამ მე არ მეეჭვება, რომ წევრობის მიუხედავად საქართველოს კავშირები ორივე ორგანზაციასთან იქნება უფრო მყარი", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი