„მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში“, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულებს პარტიის წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
„ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მოვუაროთ, მოვეფეროთ, შევინახოთ და პატივი ვცეთ მათ ოჯახებს. ეს არის სახელმწიფოს ვალი და თითოეული ჩვენგანის ვალი. მეორეა ის, რომ ჩვენ თანამედროვე ტექნიკა-აღჭურვილობა შევუძინოთ ჩვენს ჯარს, საჰაერო სივრცე იყოს დაცული და გვქონდეს თანამედროვე ტექნიკა, რომ თუკი ჩვენს ქვეყანას კიდევ ვინმე თავს დაესხმევა, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლებლობით. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს რა აკლდა ჩვენს ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ შეიარაღება, გმირულად გაწიეს წინააღმდეგობა. ამიტომ, მომავალში ასეთი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ჯარი იყოს მოუმზადებელი და არ ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა.
მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლე დადგინდება, მაგრამ მთავარია ახლა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან. ამას სჭირდება სახალხო დიპლომატია, საერთო მომავლის დანახვა და ისეთი პოლიტიკური კლიმატის შექმნა ქვეყანაში, რომ მათ მოუნდეთ ჩვენთან ერთად სახელმწიფოს შენება“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.