ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად, ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დასახელდა.
მკოიანი ამომრჩევლებს ახალციხეში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კვირას, 7 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთის სხვა ოლქების მაჟორიტარ კანდიდატებთან, გედევან ფოფხაძესა (ბორჯომი–ასპინძა) და გიორგი კოპაძესთან (ახალციხე–ადიგენი) ერთად წარუდგინა.
"ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება ენზელ მკოიანი. ბატონი ენზელი გახლავთ 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, თავისი საქმის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, იგი თითოეული თქვენგანის ინტერესს დაიცავს ისევე პროფესიონალურად, როგორც ის აკეთებდა მთელი ამ გასული პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატის წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.