საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, რომ არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა ჰქონდა სამხედროებთან, თუმცა მან მეტი კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
თავდაცვის მინისტრმა „ოდეერებთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ამ ფაქტთან შესახებ მას დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს.
„თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა დისკუსიაში შევიდე „ოდეერებთან“ გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებს და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა. როგორ იგრძნობენ ისინი ამ მზრუნველობას? - ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ ფორმა და ნორმალური კვება, ასევე იყვნენ ფიზიკურად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაამართლონ საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან. ამაზე თავს შევიკავებ საუბრისგან, რადგან მთავარი ამოცანაა, იგრძნოს ჯარისკაცმა ის, რომ მინისტრი ჰყავს გვერდით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.