თამაზ მეჭიაური: რუსეთი ოკუპანტია, აშშ არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც
08-08-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც", - აღნიშნული განცხადება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

 


„კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ სრულად აკონტროლებდა ცხინვალიდან დაწყებული ყველა დასახლებულ პუნქტს და რამდენიმე ხანში უკვე მთლიანად ცხინვალის რეგიონს გაათავისუფლებდა. ეს რიტორიკა ყველას გვახსოვს. კი ბატონო, რუსეთი აგრესორია და გამოიყენა მშვენივრად ეს სიტუაცია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რომ დიდწილად ამ ახალგაზრდების სისხლი მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ჩვენ უნდა გვეყოს ტვინი, რომ სხვისი ზრახვების განხორციელების საშუალებად არ გადავიქცეთ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი