პაკისტანში 19 ადვოკატია მოკლული – საავადმყოფოში ბომბის აფეთქებას სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა
08-08-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პაკისტანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ყუეტაში საავადმყოფოში ბომბის აფეთქებას სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


თავდასხმისას ათეულობით ადამიანმა ასევე დაზიანებები მიიღო. ინციდენტი სასწრაფო–გადაუდებელი დეპარტამენტის იმ შესასვლელთან მოხდა, სადაც ორშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ცნობილი ადვოკატის გვამი მიიტანეს. დაღუპულთა შორის არიან ადვოკატები და ჟურნალისტები, რომლებიც ბილალ ანვარ კასის ცხედრის მიტანისას თან ახლდნენ საავადმყოფოში მისულ ადამიანთა ჯგუფს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მოკლულთა შორისაა კასის წინამორბედი, ბაზ მუჰამედ კაკარი, 17 სხვა ადვოკატი და Aaj TV–ის ოპერატორი. 

 

 

პაკისტანის პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი თვითმკვლელი თავდამსხმელი იყო.

 

 

ადგილობრივი Geo TV–ის ცნობით, კასის, რომელიც ბალოშისტანის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც იგი ყუეტაში სასასამრთლოს კომპლექსში მიდიოდა.

 

 

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, ნავაზ შარიფმა დაგმო თავდასხმები. "არავის აქვს უფლება პროვინციაში მშვიდობის წინააღმდეგ ხელის აღმართვის", – განაცხადა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი