თეა წულუკიანი: მინდა მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას
08-08-2016, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო.

 


თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება მანამ, სანამ საქართველო დეოკუპირებული არ იქნება.

 


„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იცავდნენ იმას, რასაც ჰქვია საქართველოს ღირსება − ტერიტორიული მთლიანობა, და რასაც ჩვენ ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში. ამ ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ; ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული; მანამ, სანამ ჩვენ არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ, დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მე მინდა, ყველა ოჯახს მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მემორიალი 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსნა, 31 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი