პოროშენკოს "საკადრო" გადაწყვეტილება, – საქართველოში ძებნაში გამოცხადებული ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ, მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება არაფრად აგდებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უაღრესად უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის პიროვნების მიმართ! უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც პოროშენკოს ხელისუფლების მიმართ ანალოგიური იქნება! წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების რეპუტაცია დიდად დაზიანდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ! როგორც ჩანს, პოროშენკოს ეს "არჩევანი" ნაკარნახევიც არის ქვეყნის გარედან, ეტყობა ოკეანისგაღმა, "პროექტს – დემოკრატიის შუქურას" ახალი სიცოცხლე უნდათ რომ "შთაჰბერონ", რაც იგივე შედეგით დასრულდება, როგორითაც 2008 წლის აგვისტოში! სამწუხაროდ, ეს ყოველივე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აშშ–ში გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური წრეებისათვის "საკუთარი გამოზრდილი და ერთგული კადრი" უფრო ღირებულია, ვიდრე ურთიერთობა ცალკე აღებულ მთელ სახელმწიფოსთან, სადაც, სწორედ მხოლოდ "ეს კადრი" მოიაზრება მათთვის ამ სახელმწიფოს მმართველად და არავინ სხვა! მოკლედ, საცოდავი უკრაინა და საქართველო, ასეთი "დემოკრატიული შუქურების და სადღაც უცხოეთში დაწერილი ექსპერიმენტების გადამკიდეთ"!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.