დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერები მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას
08-08-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პროგრამა ”ცხოვრება გრძელდება”, რომელზეც მთავრობა მუშაობს, იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური.

 

 

”შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებისათვის, რომ შევიმუშავოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. საუბარია პენსიონერთა იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირთ”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 

ხადურმა აღნიშნა, რომ დოკუმენტზე, ამ ეტაპზე, მთავრობა, კერძოდ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტრო მუშაობენ და დეტალები პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

 

 

 გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი.

 

 

”ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას.

 

 

ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი