"ლევან იზორია არის საბჭოური მენტალიტეტის პოლიტიკოსი," - განაცხადა "რესპუბლიკელმა" თამარ კორძაიამ თავდაცვის მინისტრის ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის საკითხზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
"დროა გავთავისუფლდეთ საბჭოური აზროვნებისაგან. ამ შემთხვევაში ის არასწორად ახდენს ფაქტების ინტერპრეტირებას. ჩვენ პარლამენტის სესიაზე არაერთი გამოსვლა გვქონდა, სადაც ვამბობთ, რომ დიახ კანონმა გააუქმა ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრის ინსტიტუტი და რაც არის დარჩენილი ისიც კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს. ძირითადი დატვირთვა აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს იმისათვის, რომ რეალურ ცხოვრებაში ამოშანთოს ეს საბჭოური მახინჯი პრაქტიკა - ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი, რომელიც არ არის ამოშანთული. იმ სისტემას უკვე ფარულად და შეცვლილი სახით კარგად და პროდუქტიულად იყენებს უსაფრთხოების სამსახური,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს „რესპუბლიკელებიც“ უჭერდნენ, - განაცხადა ლევან იზორიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ვახტანგ ხმალაძესთან ვთანამშრომლობდით, მისი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. თანაც ეს არ გახლდათ ლევან იზორიას, ან რომელიმე ერთი პარტიის გადაწყვეტილება - ცვლილება კოალიცაიამ მიიღო. ასევე სიცრუეა, თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში ”ოდეერის” დანიშვნას ითხოვდა. თუ რომელიმე უწყებას სურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჰყავდეს, შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება. ამ ყველაფერს ცივილიზებული ფორმა აქვს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და თავზე არავისთვის მოგვიხვევია, გინდა თუ არა, ჩვენი წარმომადგენელი უნდა გყავდეთო. ან საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი ”ოდეერი”?! მსგავსი ცნება დიდი ხანია აღარ არსებობს. საზოგადოებამ განსაჯოს, თუ „რესპუბლიკელები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდენ?”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.