ადიგენის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. გმირთა მემორიალთან დაღუპულების მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები მივიდნენ.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ. გაიმართა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ადიგენის გამგეობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან წასული და დაღუპული სამივე გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენის ქუჩებს. ყოველწლიურად მუნიციპალიტეტი გარდაცვლილების ოჯახებს მატერიალურ დახმარებას უწევს. ასევე, ტარდება არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.