თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ 8 აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალები ყვავილებით შეამკო. გამგებელი დაღუპული გმირების საფლავებზეც გავიდა და ასევე მათი ოჯახების წევრებს შეხვდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიება დაიწყო სოფელ ღვანკითიდან. აგვისტოს ომში დაღუპული ვალერი გოგნაძის მემორიალთან იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, 8 აგვისტოს ომის მონაწილე, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკი გიორგი ლილუაშვილი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ნათელ ხსოვნას. მამა ანდრია ყიფიანმა კი დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროს გურამ თურქაძესა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ასევე იმყოფებოდა სოფელ ძევრში, სადაც ყვავილებით შეამკო უშანგი სოფრომაძის მემორიალი, სოფ. ბარდუბანში კი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალია ბარდაველიძის ოჯახს ეწვია, ხოლო სოფ. კვახჭირსა და ჭოგნარში გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგო პატივი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა. მათ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარება გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.