ქობულეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ფატი ხალვაშთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების, რაულ მჟავანაძის, ომარ ასლანიძის, გიორგი ქათამაძის, ამირან და გიორგი შაინიძეების საფლავები მოინახულეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
"ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისსადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქობულეთის სასპორტო სკოლაში კარატეში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები გამგეობისგან თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს 10 ქობულეთელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ომში დაღუპულთა ოჯახებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 3000-3000 ლარს გადაეცა, ამავე პროგრამის ფარგლებში ასევე 1000-1000 ლარის ოდენობით მატერიალური დახმარება გაეწიათ ომში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი ჩაერიცხათ და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.