"სწორედ პუტინის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინაში განაგრძო პოლიტიკური კარიერა"
09-08-2016, 00:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობა, 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის შემდეგ, რასაც ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია და მათი "დამოუკიდებლობის აღიარება" მოჰყვა, მთლიანად მოიშალა და საქართველო–რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირებიც გაწყდა. მაშინდელ შექმნილ ვითარებაში, მთავარი პირები ვისაც ისტორიის სამსჯავროს წინაშე პასუხი მოეთხოვება იყვნენ, - საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი და რუსეთის ფაქტობრივად ერთპიროვნული მმართველი, ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი პუტინი.

 

 

დიახ, ამ ორმა პოლიტიკოსმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ორი ქვეყნის ისედაც გამწვავებულ ურთიერთობებს, რადგანაც პუტინსაც და სააკაშვილსაც თითქმის ერთნაირი აღტყინებით მიჰყავდათ საქმე სამხედრო კონფლიქტამდე, ნაცვლად იმისა, რომ შეენარჩუნებინათ 1992 წელს დაგომისში ხელმოწერილი სამშვიდობო ფორმატი, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა!.. სააკაშვილი-პუტინის ურთიერთობა სულ უფრო დაძაბულ ხასიათს იძენდა და 2006 წელს იგი ძალიან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სპეცსამსახურების მიერ რუსი ჯაშუშების დაკავება და საჯაროდ, ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მათ გადაცემა მოხდა, რასაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციით უპასუხა!.. ამასთანავე, რუსეთმა ჩაკეტა (ემბარგო) თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, რამაც უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას!.. ამას დაემატა, აშშ–სა და ევროკავშირის მიერ სერბეთის სახელმწიფოში შემავალი კოსოვოს ავტონომიური ოლქის „დამოუკიდებლობის აღიარება“!.. შეიქმნა საშიშროება, რომ აშშ–სა და ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი მყისიერად უპასუხებდა, – საქართველოს შემადგენელი მხარეების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით“!.. თუმცა, რუსეთმა ეს „აღიარებები“ უმალ არ მოახდინა, თითქოს ეძებდა საბაბს თუ მიზეზს, – ან კიდევ, საქართველოს მხრიდან გარკვეულ წინადადებებს შექმნილ ახალ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილის მიერ არ იქნა გამოყენებული!..

 

 

დიახ, 2008 წლის 8 აგვისტომდე გაიმართა სააკაშვილის შეხვედრები პუტინთან და გაპრეზიდენტებულ მედვედევთან მოსკოვსა და პეტერბურგში, მაგრამ, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა უშედეგოდ, მეტიც, სააკაშვილმა "მოახერხა" და უფრო დაძაბა ურთიერთობა რუსეთის პირველ პირებთან!.. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე, საბოლოო რეზოლუციაში ჩაწერილმა წინადადებამ, იმის თაობაზე, რომ საქართველო მომავალში, "ოდესღაც" გახდება ნატო–ს წევრი, როგორც შემდეგ გამოჩნდა, რუსეთის ხელმძღვანელების (პუტინი!) „მოთმინების ფიალა“ საბოლოოდ აავსო... შედეგად, რუსების და ოსების მხრიდან გახშირდა პროვოკაციები და ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს შესაბამისი პრევენციული ზომები განეხორციელებინა, რის შესახებაც გამუდმებით აფრთხილებდნენ დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოები, მან და მისმა გარემოცვამ ავანტიურაზე წამოაგო მთელი ქვეყანა, – ჩაერთო რა, რუსეთთან ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, რომელიც საქართველოს მარცხით დასრულდა!.. 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ორი კვირის თავზე, 26 აგვისტოს რუსეთმა (პუტინმა) სასწრაფოდ მოახდინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარება“! ასე „გადაუხადა სამაგიერო" რუსეთმა დასავლეთს, საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე, გამოიყენა რა "კოსოვოს პრეცედენტი", ხოლო სააკაშვილს, უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის რუსეთთან (პუტინთან) მიმართებაში!..

 

 

არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოში პუტინმა თავისი გადაწყვეტილებებით სააკაშვილს პოლიტიკური კარიერა გაუხანგრძლივა, ანუ გადაარჩინა იგი, რომ პოლიტიკურ გვამად არ ქცეულიყო! ამასთანავე, პუტინმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებითაც საქართველოსთან დაერეგულირებინა ურთიერთობები და რუსეთ-საქართველოს დღეს არსებული უმძიმესი, გაუცხოებული მდგომარეობა განემუხტა! რა მაქვს მხედველობაში? უწინარეს ყოვლისა ის, რომ პუტინმა საომარი მოქმედებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ "გადამოიტანა", ამით კი, პუტინმა (რუსეთმა) დაარღვია დაგომისის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პრინციპები (რაშიც პუტინი სააკაშვილს სდებდა ბრალს), რომ ყველა მხარის სამშვიდობო ძალები მოქმედებენ მხოლოდ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და არცერთ სხვა სამხედრო შენაერთს არა აქვს უფლება დაარღვიოს ადმინისტრაციული საზღვარი, ანუ - "შევიდეს ან გამოვიდეს" აღნიშნული ზონიდან (ოლქის ტერიტორია)! მეტიც, პუტინი "უფრო შორს წავიდა" და, საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა აღიარა".

 

 

ჩემი აზრით, პუტინის ეს ქმედება არა მარტო დღეს, არამედ მომავალშიც დიდ პრობლემას შეუქმნის რუსეთს, რადგანაც საქართველო და ქართველი ხალხი იყო, არის და იქნება, მთავარი საყრდენი ღერძი მთლიანად კავკასიის რეგიონში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს იყო და არის სტრატეგიული შეცდომა, რომელიც დაუშვა პუტინმა. გარდა ამისა, პუტინმა არჩეული ტაქტიკის შედეგად პოლიტიკურად გადაარჩინა სააკაშვილი, რომელსაც "ერთი ნაწილით ჩამოკიდებას" უპირებდა. საქმე ის არის, რომ იმ შემთხვევაში თუ აგვისტოს სამხედრო ავანტურის შემდეგ, რუსეთი არ დაარღვევდა ყოფილი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და ოლქის ტერიტორიაზე განაგრძობდა სამშვიდობო მისიას, აგრეთვე, არ მოახდენდა ჩვენი რეგიონების "დამოუკიდებლობის აღიარებას" და დაადასტურებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულებას, მაშინ მერწმუნეთ, რომ სააკაშვილის დღეები დათვლილი იქნებოდა და "ხელმოცარულ სარდალს" ქართველი ხალხი აუცილებლად გადააყენებდა, რითაც დასრულდებოდა მისი პოლიტიკური კარიერა!.. ამის ნაცვლად კი, რუსეთის (პუტინის) სამხედრო მოქმედებას მოჰყვა სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც ომისგან აწიოკებული ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ (გახსოვთ, 5 სახელმწიფოს მეთაურები ჩამოვიდნენ სააკაშვილის და დაბომბილი საქართველოს დასაცავად)! ანუ, პუტინმა ნებსით თუ უნებლიეთ მოახდინა შიდა და გარე ძალების კონსოლიდირება სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურის გარშემო და სწორედ პუტინის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინაში განაგრძო პოლიტიკური კარიერა, სადაც დღეს "გუბერნატორად მოღვაწეობს"!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი