ნინო გიორგობიანი: "რუსთავი 2" - ზე გასული ინფორმაცია აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს"
15-02-2015, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ინფორმაციას პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს და აცხადებს, რომ გადაცემაში მოყვანილი ე.წ. "ფაქტები", ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის "გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს".

 

 

ნინო გიორგობიანის მიერ "ფეისბუქით" გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "განსხვავებულ აქცენტებში" ნათქვამი, თითქოს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა, არის სრული სიცრუე და დაუსაბუთებელ ჭორებზე აგებული ტყუილი, რომელიც მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციას ემსახურება.

 

 

"ეს რომ ასეა, ძალიან მარტივად შეგვიძლია საზოგადოებას ვაჩვენოთ, გადაცემის ავტორებს კი სიმართლის დადგენა რომ ნდომოდათ, მინიმუმ კითხვით მაინც მოგვმართავდნენ შსს-ს, თუმცა ამ შემთხვევაში მათთვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება, ალბათ, მომგებიანი არ იქნებოდა.

 


გადაცემის ავტორი ამბობს, რომ დევაძე მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბათუმიდან სარფში ჩავიდა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა, იმიტომ, რომ მისი დაკავების ნება არ არსებობდა. ჩვენ გთავაზობთ სარფში ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ იმ კადრებს და შესაბამის დოკუმენტს, სადაც საპირისპირო მტკიცდება. სინამდვილეში, 27 დეკემბერს, ბათუმის კლუბში მომხდარიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ სავარაუდოდ იყო ცნობილი, რომ თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა რამაზ დევაძემ მიაყენა, რადგან მისი ძებნილად გამოცხადების ოფიციალურ პროცედურას დრო დაჭირდებოდა და ამ დროს კი შეიძლებოდა მას უკვე ქვეყნის დატოვებაც მოესწრო, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსს ტელეფონით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ დევაძე საქართველოს დატოვებას დააპირებდა, შეეჩერებინა.

 


როგორც მერე გაირკვა, დევაძე სარფში დაახლოებით 15 წუთში ჩავიდა. ზუსტად იმ დროს როცა ცვლის უფროსს ტელეფონით ინფორმაციას აწვდიდნენ, დევაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის საპასპორტო კონტროლის რიგში დადგა. ამ დროს კი ის ცვლის უფროსმა დააფიქსირა, ოპერატიულად მივიდა მესაზღვრე-კონტროლიორთან, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე დევაძეს პასპორტი გამოართვა და მისი შემოწმება "საპასპორტო რიდერზე" დაიწყო. ცვლის უფროსმა კონტროლიორს მაშინვე მისცა მითითება, რომ დევაძე შეეყოვნებინა, შემდეგ კი საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა, თვითონ კი ჯიხურიდან გამოვიდა და უკვე პატრულ-ინსპექტორთან ერთად დაბრუნდა. კადრებში კარგად ჩანს როგორ მიდის ის დევაძესთან და შემდეგ დარბაზიდან გაყავს. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ დევაძის შეჩერება და შემდგომ დაკავება არა საზღვრის გადაკვეთის შემდგომ ან ნეიტრალურ ზონაში, როგორც ეს გადაცემაში ითქვა, არამედ საპასპორტო კონტროლის გავლისას მოხდა.

 


რაც შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ამონაწერს, ჟურნალისტებს რომ ნდომოდათ რეალობის ჩვენება მაყურებლებისთვის იმასაც აჩვენებდნენ, რომ ამ დოკუმენტის შესაბამის გრაფაში მითითებულია რომ დევაძეს 2014 წლის 27 დეკემბერს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა. ამის დასადასტურებლადაც გთავაზობთ დოკუმენტს.

 


ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული დევაძე პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე და ოპერატიულად დააკავეს, ისე, რომ მან ვერ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა კი არა, ფეხის გადადგმაც კი საზღვრის იქით. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

 

 

გადაცემაში მოყვანილი სხვა დანარჩენი ინფორმაციებიც ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის ასევე გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული არც ერთი ინფორმაციის სისწორე გადაცემის ავტორს სამინისტროში არ გადაუმოწმებია", - ნათქვამია ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 85
#85   Christi
      
დღეს, 09:02
#84   Venetta
      
References:


Online casino wire transfer australia casino wire transfer deposit Australia
გუშინ, 21:41
#83   Antwan
      
References:


Quick wire transfer casino payouts https://gitlab.rails365.net/oilyogurt3
გუშინ, 06:04
#82   James
      
References:


MiFinity casino secure payments Australia https://peatix.com/
27 ოქტომბერი 2026 15:15
#81   Mitchel
      
References:


E-wallet casinos Australia MiFinity http://x.kongminghu.com/home.php?mod=space&uid=984110
27 ოქტომბერი 2026 14:20
#80   Hassie
      
References:


Neosurf casino australia review free
chips neosurf casino australia
27 ოქტომბერი 2026 12:04
#79   Paulina
      
References:


Real money payid online pokies 1 dollar payid pokies
27 ოქტომბერი 2026 02:43
#78   Sherri
      
References:


Pokies payid accepted australia myspace.com
27 ოქტომბერი 2026 00:47
#77   Coral
      
References:


Payid pokies free spins payid pokies
welcome bonus
26 ოქტომბერი 2026 23:25
#76   Salvador
      
References:


Instant payid withdrawal pokies australia online pokies that accept payid
26 ოქტომბერი 2026 22:03
#75   Heriberto
      
References:


Best payid casinos australia https://langley-lambert-2.thoughtlanes.net
23 ოქტომბერი 2026 22:46
#74   Candy
      
References:


Latest Osko casinos hedgedoc.uni-ak.ac.at
23 ოქტომბერი 2026 22:32
#73   Cruz
      
References:


Osko pokies welcome bonus https://cq.x7cq.vip/
23 ოქტომბერი 2026 15:39
#72   Amado
      
References:


Online pokies australia payid osko pokies osko withdrawal
23 ოქტომბერი 2026 11:39
#71   Velva
      
References:


Neosurf regulated casinos australia neosurf casino withdrawal times
22 ოქტომბერი 2026 20:21
#70   Boris
      
References:


Pokies that take bpay https://schoolido.lu
21 ოქტომბერი 2026 19:33
#69   Iva
      
References:


Online casino payid pokies downarchive.org
21 ოქტომბერი 2026 17:07
#68   Cruz
      
References:


Payid pokies sign up bonus best pay
id pokies
21 ოქტომბერი 2026 15:55
#67   Alfie
      
References:


BPay VIP pokies Australia https://literaturewiki.site
21 ოქტომბერი 2026 12:25
#66   Connor
      
References:


Payid pokies deposit new payid pokies
australia
21 ოქტომბერი 2026 12:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი