ქობულეთში საავტომობილო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დაბა ჩაქვში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პარალელურად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
"ასფალტ-ბეტონის საფარი ჩაქვი-მეგენეიშვილების, უმაღლესი საბჭო- ჩაქვის პარკის და საბავშვო ბაღი-წერეთლის ქუჩის მიმართულებით იგება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. ქუჩების მოწესრიგებისთვის 389 900 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულება 2 კვირაში იგეგმება", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.