საქართველოს პრემიერ მინისტრი, "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ამბროლაურის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია Guardian.ge-ს ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სერგო ხაბულიანმა დაუდასტურა.
"წარდგენა დღეს მოხდება. მოხარული ვარ, რომ ბატონი გოჩა ენუქიძე იქნება 5 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში", - აღნიშნა სერგო ხაბულიანმა.
გოჩა ენუქიძის წარდგენას მიესალმება მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე. Guardian.ge-სთან საუბრისას ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენუქიძე არჩევნებში გამარჯვებას უპირობოდ მოიპოვებს.
"მე გვერდით დავუდგები ჩემი გუნდის წარმომადგენელს. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
Guardian.ge გოჩა ენუქიძის 5 მუნიციპალიტეტისგან შემდგარ გაერთიანებულ საარჩევო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ დასახელების შესახებ ერთი თვის წინათ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წერდა.
ენუქიძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამბროლაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარდგენილი. მან 2012 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი წარმდგენი პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მანდატებმოპოვებულ სხვა დეპუტატებთან – ხობის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასთან, ლენტეხის მაჟორიტარ გოგი ლიპარტელიანთან, გარდაბნის მაჟორიტარ გიორგი ფეიქრიშვილთან, დმანისის მაჟორიტარ კახაბერ ოქრიაშვილთან, ნინოწმინდის მაჟორიტარ ენზელ მკოინთან და ლაგოდეხის მაჟორიტარ გიორგი გოზალიშვილთან ერთად ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ ჩამოაყალიბა.
აღნიშნული ფრაქციიდან, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე წარადგინა რამდენიმე ოლქის დეპუტატობის კანდიდატები – ხობის მაჟორიტარულ ოლქში გოდერძი ბუკია, დმანისისა და წალკის ოლქში კახაბერ ოქრიაშვილი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოლქში ენზელ მკოიანი.
ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს უჭერდა მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.