ხონის სამხატვრო სკოლაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
როგორც Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ნამუშევრები ხონელმა მხატვრებმა ნანა ბენიძემ, მზია მოსეშვილმა, ინგა შალვაშვილმა, გიორგი ვაშაკიძემ, აკაკი ვაშაკიძემ, ვახტანგ ჯანჯღავამ, თორნიკე სანოძემ შექმნეს, გამოფენის ორგანიზატორებმა კი ისინი ორიგინალურ საგამოფენო სივრცეში განათავსეს.
ხონელი მხატვრების ნამუშევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
გამოფენა ხონის სამხატვრო სკოლაში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.