სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.
"ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში აშენდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალპროდუქტიული შვიცისა და სიმენტალის ჯიშებით ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება ხორციელდება. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს.
ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კერვალიშვილმა საქართველოს პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამდროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციას და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე გაამხვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ ადგილობრივი მოსახლეობა დალოცა, გაწეული საქმიანობისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელმძღვანელს ჯვრები უსახსოვრა და წარმატებები უსურვა.
სამინისტროს ცნობით, ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია რეგიონში მესაქონლეობის დარგის წახალისების მნიშვნელოვანი პროექტია. კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველო“ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.