საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საინისტრომ ,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, დაიწყო პროექტის, ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში“ განხორციელება. მასში მონაწილეობას იღებდნენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დაბა მანგლისში პროექტის ფარგლებში გაიმართა სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მოლაშქრეთა გუნდების ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა გუნდი „შორეთი“ შემდეგი შემადგენლობით: ბექა ჭელიშვილი (გუნდის კაპიტანი), ალექსანდრე კურცხალია, ალექსი ადეიშვილი, ზურაბ ტატურაშვილი, ილია შეშაბერიძე.
"ასპინძის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა გუნდმა უმოკლეს დროში მოახდინა შეჯიბრებისათვის დაგეგმილი და მარკირებული სალაშქრო 6 კილომეტრიანი ბილიკის გავლა, პარალელურად გამოავლინეს გეოლოკაციური და ინტელექტუალური ცოდნის უნარი, რის შედეგადაც გუნდმა ,,შორეთ’’-მა დაიკავა პირველი ადგილი და მოხვდა იმ 10 საუკეთესო რეგიონულ გუნდებს შორის, რომლებიც აგვისტოს ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, ფინალურ შეჯიბრში და იბრძოლებენ გარდამავალ „საქართველოს თასი ლაშქრობაში“ მოსაპოვებლად", – აცხადებენ ასპინძის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.