პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“, რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი არარეალური და ტყუილი დაპირება გასცა. სრულიად ნათელია, რომ ეს წინასაარჩევნოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხელისუფლება მიეჩვია ტყუილების ლაპარაკს. ის არცერთ დადებულ დაპირებას არ ასრულებს და შესაბამისად, პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“, რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია. სიმართლე ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. მაშინ, როცა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახლა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ჩვენს ქვეყანაში არსებული 1 მლნ-მდე პენსიონერის დასაქმების დაპირების გაცემას არავინ დაიჯერებს. სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნა ვერ მოხერხდება, ამას ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის გააქტიურება და მეტი ინვესტიციები სჭირდება, ის რასაც სწორედ ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამაში. თანაც, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათების დაწესება ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე”, - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გადასახადების შემცირებას, ბიზნესის კეთების გაადვილებასა და ბიუროკრატიული ხარჯების მილიარდამდე შემცირებას ითვალისწინებს, ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს 45 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
”ჩვენი ეკონომიკური პროგრამით ბევრი ადამიანი იპოვის ახალ სამუშაო ადგილს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და არ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფთა იმედად, რისი მაგალითებიც დღეს ბევრი გვაქვს, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში ძირითადად ჩინოვნიკების ნათესავები საქმდებიან და ისიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, რაც ტვირთად აწევს სწორედ ჩვენს გადამხდელებს და ჩვენს საზოგადოებას. თუ ხელისუფლებას სურდა ამ ტიპის წახალისება, ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ პენსიის გაზრდით. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯები შეემცირებინა და პენსია 50 ლარით გაეზარდათ, თუმცა მან ეს არ გააკეთა. სახელმწიფომ ისიც კი ვერ გააკეთა, რომ დაუბეგრავი მინიმუმი დაებრუნებინა ყველაზე დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. ამ პროგრამამ მხოლოდ ცოტა ხნით იმუშავა და შემდეგში გაჩერდა.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას. ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის მანძილზე მან უამრავი დაპირება გასცა, რომელიც უნდა შეესრულებინა - იაფი ფული, ტარიფების შემცირება, კრედიტებზე დახმარება, იპოთეკარების დახმარება და ა.შ, თუმცა ეს ყველაფერი ქარმა წაიღო. ასეთივე ტყუილი დაპირებებებით აპირებს ხელისუფლება ამ არჩევნებში მოანწილეობას და ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, ნუ აყვება ამ ცრუ დაპირებებს და ნუ შევა შეცდომაში”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
"ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი, - განცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში.
”ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო.
დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.