არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინეს
09-08-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ დეხვირში ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინა.

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამაროვანის გათხრისას ერთ-ერთ სამარხში იპოვეს მამაკაცის ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებს განეკუთვნება.

 


ცაგერის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა კარლო ჩაკვეტაძემ და კახაბერ სვანიძემ აღნიშნული ტერიტორია მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილზე მომუშავე არქეოლოგებს. ნინო სულავას განცხადებით, ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია მამაკაცის ჩონჩხი, რომელსაც თან ახლავს ბრინჯაოთი შემკული მახვილი და შუბი, პირში კი მიცვალებულს ბრინჯაოს მონეტა ჰქონდა.

 


ჯუმბერ კოპალიანის თქმით, დეხვირის კომპლექსს კულტურული მნიშვნელობის გარდა, ტურიზმის განვითარების მხრივაც დიდი დატვირთვა ექნება.

 


"არქეოლოგიური გათხრები შემდგომ წლებშიც გაგრძელდება, რათა ბოლომდე იქნეს შესწავლილი აღნიშნული ტერიტორია", – აცხადებენ ცაგერის მუნიციპალიტეტში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი