სანდრო ბრეგაძე: თუ პრეზიდენტი უგულვებელყოფს ნახევარი მილიონი ადამიანის მოთხოვნას, დაკარგავს ლეგიტიმაციას
09-08-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი ან უცხო ქვეყნის გარკვეული წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა", - აღნიშნული განცხადება ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

ბრეგაძე აცხადებს, რომ იმისდა მიუხედავად, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი რიგ საკითხებში მოსახლეობას, აუცილებლად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. მანვე განაცხადა: თუ ის უგულვებელყოფს ნახევარი მილიონი ადამიანის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, დაკარგავს ლეგიტიმაციას.

 

 

„ჩვენ ექსტრემალურ ვითარებაში გავიგეთ, რომ დაიგეგმა პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს ცნობილი მედიით გახდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაგვიკავშირდნენ. მან გვერდით უნდა გადადოს პირადი ამბიციები, აუცილებლად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. არანაირ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის ჩემი ან რომელიმე საინიციატივო ჯგუფის წევრის ახირება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, რომელსაც მარგველაშვილმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვროს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი