ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საქორწინო საჩუქარის, გადაცემა ერთგვარი ტრადიციაა, რაშიც დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ხედავს.
”მეფე-პატარძალს ტრადიციულად გამგეობა საჩუქარს გადასცემს, ეს გეგმურად იყო გათვალისწინებული. თანხა გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში და ამ გეგმის მიხედვით წყვილს საჩუქარი გადავეცით. ჩვენ აქ ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავთ”,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს, რაც ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევაა. საკითხის შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.