მიწის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აანაზღაურებს
09-08-2016, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურება ამზომველებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მიღებული კანონის საფუძველზე გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების საკითხს.

 


ბრძანების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განისაზღვრება მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, სადაც პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები. ინფორმაცია მუნიციპალიტეტების შესახებ განთავსდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეhttp://nasp.gov.ge/ პროექტის ვადის ამოწურვამდე კი მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას.

 


პროცესი იწყება დაინტერესებული მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის გზით, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.

 


დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

 


1) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
2) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
3) გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
4) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

 


თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარესა და ამზომველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის, გაწეული მომსახურების ხარჯების და ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების ამსახველი დოკუმენტის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნას.

 


თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაცია სრულყოფილია, მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება საჯარო რეესტრის მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, ხოლო თუ სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება, ხორციელდება როგორც საჯარო რეესტრის, ასევე დაინტერესებული პირის, წერილობითი ფორმით ინფორმირება.

 


ანაზღაურების წესი და პირობები:

 


ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში.

 


ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

 


ა) 1,5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;

 


ბ) 1,5 ჰა-დან 5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით;

 


დამატებითი ინფორმაციი მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს http://nasp.gov.ge/ ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 2 98 11 11.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი