პარლამენტის ბიუროს სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე კანონპროექტის მხარდასაჭერად, საინიციატივო ჯგუფმა დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით, ხელმოწერები წარუდგინა.
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას და საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, ასევე იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა.
“საჭირო 30 000 ხელმოწერის ნაცვლად პარლამენტში შევიტანეთ 35 000-ზე მეტი ხელმოწერა სასამართლო სისტემის რეფორმირების მხარდასაჭერად. ამდენად, კანონპროექტის ჩვენეული რედაქცია ხალხის მიერაა მხარდაჭერილი. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს, მას შემდეგ რაც გაივლის საპროცედურო საკითხთა კომისიას, მივმართავთ თხოვნით, ბიუროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ. არავითარი აზრი არჩევნების ჩატარებას ამ სასამართლო სისტემით აზრი არა აქვს. გამოჩნდება რამდენად სურს ხელისუფლებას სასამართლოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს იქნება ტესტი, თუ როგორ პასუხობს ხელისუფლება ხალხის ხმას”, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.