საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან არაფერი პირადული არ ამოძრავებდა და ალასანიას მხრიდან გაეთებული განცხადება, რომ მას ივანიშვილი კონკურენტად აღიქვამდა, მასში მხოლოდ იუმორის გრძნობას აღძრავს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
,,სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამები ,,ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული? კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ, - კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება“,- აცხადებს ივანიშვილი.
ექს-პრემიერის თქმით, თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ის ალასანიას რისთვის აკრიტიკებდა.
,,ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარისკაცები სისტემატურად რატომ იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი. ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი“,- აღნიშნა ექს-პრემიერმა.
ივანიშვილი ალასანიას ინტერვიუებსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი განცხადებები არაფრით განსხვავდება გიგა ბოკერიას რიტორიკისაგან.
,,წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.