კახა ბუკია აცხადებს, რომ მან პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა, პარტიის ინფორმაციით კი ის თავად გაათავისუფლეს
09-08-2016, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გუნდთან ერთად დატოვა.

 


ბუკიამ მიზეზებზე საუბრისას განმარტა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათი მაჟორიტარი კანდიდატი, კახაბერ ნადარაია "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია.

 

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კოტე კემულარიამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბუკია და მისი გუნდი პარტიის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

 


„კახა ბუკია გახლავთ „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოდერძი ბუკიას ბიძაშვილი და მისი მხარდამჭერია. რაც შეეხება რაოდენობას, აქ საუბარია სამ ადამიანზე და არა 80-ზე. ისინი ჩენ გავათავისუფლეთ გუშინ, თუმცა დღეს გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, თითქოს თავად დატოვეს პარტია, რაც ასე არ არის. ეს ოფისი თავის დროზე სწორედ გოდერძი ბუკიამ შექმნა და ჩვენი პარტიიდან აპირებდა კენჭისყრას პარლამენტში, თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდიდან მონაწილეობს არჩევნებში... რა თქმა უნდა, ჩვენთვის მის გუნდთან მუშაობა მიღებელია და ამიტომ გავათავისუფლეთ“, - განმარტავს კემულარია.

 

 

კომენტარები: 5
#5   მარი
      
წავიდა კი არა გაუშვეს იმიტომ რომ სინამდვილეში ოცნების მხარეს იყო და ეხლა შანსს როგორ გაუშვებს ხელიდან რომ ცუდი ილაპარაკოს??
10 აგვისტო 2016 06:20
#4   ზურა
      
ბუკია პარტიიდან გააგდეს და კუდამოძუებულმა სკანდალის აწევა მოინდომა, მაგრამ ვერ მიართვეს.
9 აგვისტო 2016 13:36
#3   კიჭა
      
მოკლედ მაგარი სირიკოზაა ეგ ბუკია, ჯერ ერთი კი არ წავიდა არამედ გაათავისუფლეს, მეორე დღეს კი არა გუშინ, მესამე 80 მხარდამჭერთან ერთად კი არა 3-თან ერთად წავიდა...გავაგრძელო? ხო, მართლა ეგ „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოდერძი ბუკიას ბიძაშვილია და მისი მხარდამჭერი....დავამატო რამე?
9 აგვისტო 2016 11:43
#2   იკა
      
კარგი რა ბუკია რა უსირცხვილო ყოფილხარ, სულ ნუ გააკეთებდი განცხადებას და ნუ მოიტყუებდი არ ჯობდა? პარტიამ წყნარად და მშვიდად გამოგიშვა და შენ გამოვარდი ამხელა კაცი და რაგაცეებს იტყუები, ეგ ხალხი მაინც საიდან შეკრიბე ?
9 აგვისტო 2016 11:30
#1   მერაბი
      
პირველი ის რომ ბუკია დამფუძნებელი არ ყოფილა , მეორე კიდევ ის რომ ბიძაშვილი ოცნებამ წარადგინა მაჟორიტარად , ამან კიდევ დაიწყო ერთი ადგილის თამაში დაა გაუშვეს .
9 აგვისტო 2016 11:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი