პრემიერ მინისტრმა ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის ოლქში "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა
09-08-2016, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ამბროლაურში მოსახლეობას, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ამბროლაურის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე წარუდგინა.  

 

 

ენუქიძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამბროლაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარდგენილი. მან 2012 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი წარმდგენი პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მანდატებმოპოვებულ სხვა დეპუტატებთან – ხობის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასთან, ლენტეხის მაჟორიტარ გოგი ლიპარტელიანთან, გარდაბნის მაჟორიტარ გიორგი ფეიქრიშვილთან, დმანისის მაჟორიტარ კახაბერ ოქრიაშვილთან, ნინოწმინდის მაჟორიტარ ენზელ მკოინთან და ლაგოდეხის მაჟორიტარ გიორგი გოზალიშვილთან ერთად ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ ჩამოაყალიბა.

 


აღნიშნული ფრაქციიდან, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე წარადგინა რამდენიმე ოლქის დეპუტატობის კანდიდატები – ხობის მაჟორიტარულ ოლქში გოდერძი ბუკია, დმანისისა და წალკის ოლქში კახაბერ ოქრიაშვილი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოლქში ენზელ მკოიანი.

 


ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს უჭერდა მხარს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი