კახა კალაძე: 2012-ში ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას ერთად გადავარჩინეთ
09-08-2016, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭას დიდი ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალი აქვს, - ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ამბროლაურში მხარდამჭერებს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებამდე.

 

 

მან აღნიშნა, რომ "სამშობლოს გასაჭირმა გაგვაერთიანა 2012 წელს, როდესაც ქუდზე კაცი გამოვედით და დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის მართვა და შენება რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშეც არის შესაძლებელი“. კალაძემ დაამატა:

 


„2012-ში ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას ერთად გადავარჩინეთ. სასტიკ რეჟიმს ადამიანური პოლიტიკა, პოპულიზმს - რეალური შედეგი, ახირებულ მმართველობას გონივრული მართვა დავუპირისპირეთ. მეგობრებო, რაჭას დიდი ენერგეტიკული, სამრეწველო-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალი აქვს. ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ“, - განაცხადა კახი კალაძემ.

 


მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ „მთის კანონი“ მიიღო, რომელიც მთაში ბევრ ადამიანს დააბრუნებს.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური და არა ვირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო. ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ. უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც", - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა:

 

 

„ახლა სწრაფი განვითარების დროა. ჩვენ ახალი შესაძლებლობები გავაჩინეთ, ძლიერი გუნდი შემოვიკრიბეთ, ხარვეზებიც გავაანალიზეთ და მომავლის ქმედითი, მკაფიო გეგმა შევიმუშავეთ. ამ გეგმას თქვენი მხარადაჭერით, თქვენი მონაწლეობით და თქვენსავე სასიკეთოდ, აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება. ჩვენი მართვის გამოცდილება რეალური შედეგებითაა განმტკიცებული. ჩვენ ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა შეგვიძლია. ჩვენ ვართ უალტერნატივო ქმედითი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვართ მმართველი ძალა. არც ერთ ოპოზიციურ ძალას აქვს ქვეყნის განვითარების რეალური რესურსი და შესაძლებლობა".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი