კვირიკაშვილმა წლის ბოლომდე ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის დასრულებისა და მომავალ წელს გომიდან რაჭამდე, საჩხერის გავლით, პირდაპირი გზის მშენებლობის დაწყების პირობა დადო
09-08-2016, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წლის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობას. ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძლიან მძლავრი ბიძიგი' - განაცახდა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენის შემდეგ.

 

 

პრემიერ მინისტრის თქმით, ამბროლაურის აეროდრომის პროექტირება უკვე დაწყებულია.

 


"აუცილებლად შევცდებით, ისე დაპროექტდეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის, არამედ საშუალო ზომის 50-მგზავრიანი თვთიმფრინავები. წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლოას იძლევა",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 


მისი თქმით, ეს იქნება დამატებითი სტიმული მეწარმეებისთის, ოჯახური სასტუმროს მფლობელებისთვის, მეტი ინვესტიციების მოზდვის რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში.

 


პრემიერ მინისტრმა ასევე თქვა, რომ გომიდან რაჭამდე, საჩხერის გავლით, პირდაპირი გზა უნდა აშენდეს.

 


პრემიერ მინისტრმა ამბროლაურში შეკრებილებს პირობა მისცა, რომ გზის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

 

 

"პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა, აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის, ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ჩვენმა მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მისივე თქმით, საქართველოს მთვარობა მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის დაწყების საკითხსაც განიხილავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი