სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი მიწის მფლობელობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აფრიკაში უცხოელებს მიწის მფლობელობა აეკრძალებათ, ადგილობრივ მოსახლეობას კი თავიანთი ფერმების გასავითარებლად მიწის ოდენობის მხრივ შეზღუდვები დაუწესდებათ.
აპარტეიდის დასრულებიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, ქვეყანაში მიწები დიდწილად უმცირესობაში მყოფ თეთრკანიანი მოსახლეობის ხელშია და მიწის საკითხი კვლავ მგრძნობიარე თემად რჩება. მთავრობაზე კი სულ უფრო მეტად მატულობს ზეწოლა, რომ რაც შეიძლება მიწის მეტი ნაკვეთები გადავიდეს შავკანიანთა ხელში.
იმისათვის, რომ ზუმას ეს წინადადება კანონად იქცეს, მას ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. სავარაუდოდ, წელს სამხრეთ აფრიკის პარლამენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემუშავებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც უცხოელებს მიწის მხოლოდ იჯარით აღების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო ადგილობრივ ფერმერებს კი 12 000 ჰექტარზე მეტი მიწის საკუთრებაში ქონის უფლება აღარ ექნებათ.
როგორც ბიბისის კორესპონდენტი ანდრიუ ჰარდინგი იოჰანესბურგიდან იუწყება, ადგილობრივი ფერმერებისთვის დაწესებული შეზღუდვა, სავარაუდოდ იმ თეთრკანიანთა წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელთაც აპარტეიდის დასრულების შემდეგაც კერძო მფლობელობაში დარჩათ საუკეთესო მიწების უზარმაზარი მასივები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.