”4 წელიწადში 4 მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან სფეროში არ არის, ასე ვთქვათ, იდეალური სტატისტიკური მაჩვენებელი” - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის უწყებაში პირველი პირების ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
მანვე ისაუბრა უწყების ახალ ხელმძღვანელზეც. ”შევხვდი მას. გამიზიარა მისი გეგმები. ჩვენი დისკუსიის მთავარი თემა იყო ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. გვქონდა ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული საუბარი. ვისაუბრეთ როგორ ვხედავთ მომავალს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა იზორია-ხიდაშელის "დაპირისპირებაც" ისაუბრა და აღნიშნა:
”მე არამგონია უნდა ვაკეთებდე თინა ხიდაშელის კომენტარის შეფასებას. ჩემი მიზანია, რომ თავდაცვის სამნისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ არმიას იმისთვის, რომ იყოს ბრძოლისუნარიანი და ეფექტური. მოემსახუროს ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს. იყოს მზად გამოწვევებისთვის. თვალი მოვკარი, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ახალ მინისტრს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მთლად სასარგებლო ქართული ჯარისთვის. ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული”, - განაცახადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.