მიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ლენტეხიდან ამბროლაურში გადაჰყავდა, ლეჩხუმში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.
მიკროავტობუსს ამბროლაურში ლენტეხიდან მხარდამჭერები ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე გადაჰყავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.