პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე პაატა ბურჭულაძის პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა
10-08-2016, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული.

 

 

საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში - 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 009 ლარს შეადგენს.

 

 

ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 382 ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.

 

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაზე 3 082 ლარი დახარჯა. ამ კუთხით სხვა პარტიების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: „გირჩი“ 9 275 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 501 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ - 320 ლარი და „რესპულიკური პარტია“ 250 ლარი. რეკლამაზე აღნიშნულ პერიოდში თანხა არ დაუხარჯავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატორებს“, „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

 

 

პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

 

 

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 5
#5   ელზა
      
როგორ ართულებს ეს ხალხი ყველაფერს,არჩევნები უფულოდ და ურეკლამოდ როდის ჩატარებულა?
10 აგვისტო 2016 11:02
#4   ნინა
      
ხალხი ბურჭულაძეს პატივს სცემს, მისი სჯერა და შესაბამისად, დიდი შემოწირულობაც გაიღო პარტიის დასაფინანსებლად.
10 აგვისტო 2016 10:16
#3   გიორგი დოხნაძე
      
[quote=eliso]ყველა პარტია ხარჯავს წინა საარჩევნოდ რეკლამაში ფულს რატომ გახდა ეს სალაპარაკო არ მესმის.უბრალოდ პაატას ოცნებისგან განსხვავებით რომელიც მოქმედ ხელისუფლებას წარმოადგენს არ აქვს უფასო სარეკლამო სივრცე[/quo

იმიტომაც, რომ სკდება გულზე კონკურენტი პარტიის წარმომადგენელი პაატას მზარდი პოპულარობით!!!
10 აგვისტო 2016 08:31
#2   ზურა
      
წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ხარჯავს ფულს ამაში გასაკვირი არაფერია !
10 აგვისტო 2016 08:25
#1   eliso
      
ყველა პარტია ხარჯავს წინა საარჩევნოდ რეკლამაში ფულს რატომ გახდა ეს სალაპარაკო არ მესმის.უბრალოდ პაატას ოცნებისგან განსხვავებით რომელიც მოქმედ ხელისუფლებას წარმოადგენს არ აქვს უფასო სარეკლამო სივრცე
10 აგვისტო 2016 08:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი