პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.
მათი ცნობით, 6 კვირიანი მონაცემების მიხედვით, რომელიც 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დახარჯული თანხის ოდენობა 1 344 959 ლარს შეადგენს, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ გაწეული ხარჯები – 1 260 465 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 391 070 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ – 258 849 ლარს, „პატრიოტთა ალიანსის“ – 255 426 ლარს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 221 731 ლარს, „ახალი საქართველოს“ – 184 650 ლარს, „ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის“ – 131 482 ლარს, „ეროვნული ფორუმის“ – 117 573 ლარს, „კონსერვატიული პარტიის“ – 64 646 ლარს, „რესპუბლიკური პარტიის“ – 61 725 ლარს, „ლეიბორისტული პარტიის“ – 119 210 ლარს, „ახალი მემარჯვენეების“ – 727 ლარს და „მემარცხენე ალიანსის“ – 507 ლარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.