საქართველოს პრემიერ მინისტრი შაორზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს“ ესტუმრა, სადაც 18-დან 25 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ისვენებს. გიორგი კვირიკაშვილმა ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდებს გაესაუბრა.
"ბანაკის დამსვენებლები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმით დაინტერესდნენ და მოისმინეს პრემიერ-მინისტრის პასუხები შეკითხვებზე. გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას – „სტარტაპ საქართველო,“ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, ადევნებს თუ არა თვალყურს პრემიერ მინისტრი რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს ოქროს ფასი აქვს.
წელს ,,მომავლის ბანაკი“ 10 ნაკადად 1400-მდე ახალგაზრდას მიიღებს. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიენიჭებათ.
შაორის ,,მომავლის ბანაკის“ პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.