ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენის შემდეგ გააკეთა.
პრემიერ მინისტრმა ისაუბრა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ზონის განვითარებისთვის გენერალური დაგეგმარების მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი ლანდშაფტი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად იქნება დაცული. მანვე ხაზი გაუსვა სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად დასრულების აუცილებლობას.
„ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო!“ – აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.