რუისი-აგარის 19 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა
15-02-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუისი–აგარის 19 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უკვე აშენდა 3 ხიდი და 4 გზაგამტარი, 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი და 6 მიწისქვეშა გასასვლელი. ამ ეტაპზე გზის მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ქვაყრილების მოწყობა მიმდინარეობს. რუისი–აგარის საავტომობილო მონაკვეთზე 11 კილომეტრის მშენებლობა 2013–2014 წლებში დასრულდა, მისი სრული მშენებლობა კი 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.

 


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

 

 

დღესვე, ვაჟა ფანჩულიძემ მსოფლიო ბანკისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული გზის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დაიწყო ზემო ოსიაური–არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის დეტალური პროექტირება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მიმართულებების განსაზღვრის შემდეგ კი აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაც გახდება შესაძლებელი.

 

 

კომენტარები: 1
#1  gio
      
Ra gechqarebat..?
15 თებერვალი 2015 08:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი