”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” დეპუტატების, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
”ფოფხაძემ და ბესელიამ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის კარზე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩამოშლილიყო. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიქვემდებარონ საკონსტიტუციო ხელისუფლება, რომელიც დღეს ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც გამართულად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რასაც ამტკიცებენ ჩვენი პარტნიორები”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
მიმართვაშია ნათქვამია, რომ მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”. მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.