სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილმა სულში ჩააფურთხა თავის ნახევარ მილიონ ამომრჩეველს - მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება
10-08-2016, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მარგველაშვილმა, რომელიც გუშინდელი დღიდან აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სულში ჩააფურთხა თავის ნახევარ მილიონ ამომრჩეველს", - აღნიშნული განცხადება ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

 

 

"მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, აქედან გამომდინარე, მარგველაშვილი აღარ ითვლება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ხოლო იმისთვის, რომ მისი გადაყენების პროცედურა განვახორციელოთ, სამართლებრივ გზას და მძლავრ საპროტესტო აქციებს მივმართავთ - საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

 

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

"რეფერენდუმთან დაკავშირებულ წინადადებაში, რომელიც შემოსულია, წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. კანონმდებლობა კრძალავს კანონის და ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას. შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინათ გადაუგზავნა.

 

 

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

 

 

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. ამ 30 დღის განმავლობაში მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდებოდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი