საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ეს მიმართვა ჯერ არ უნახვას, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი სამართალწარმოებაში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს.
”ახლა გავიგე თქვენგან, თუმცა გეტყვით, რომ აშშ ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია დემოკრატია. კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო და სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი წარმოებაში უნდა წყდებოდეს სამართლებრივად და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს”, -განაცხადა იან კელიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართეს. მასში ნათქვამია, რომ მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.