"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია გორის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. აღნიშნულის შესახებ ალასანიამ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარტიის ლიდერმა თამაზ შიოშვილს, რომელიც პარტიის მიერ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად აქამდე იყო დასახელებული, მათი რიგების დატოვებისკენ მოუწოდა.
„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი,მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება - მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებ და ეს არ იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად, „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის არჩევნებზე მივაღწევთ“, - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.