მიტარბიში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს. მისივე თქმით, მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც კურორტის 10-15-წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის" საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.