"თუ შენ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც მერე შენ გმართავენ, შენ უარს ამბობ შენ თავისუფლებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში ახალგაზრდულ საარჩევნო კამპანიის, ”შენი ხმა ჩვენი მომავალი”-ს გახსნაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა: "თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია, რომელსაც ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიური ლიდერი. თუმცა, დემოკრატია არის ისეთივე მთლიანი, გამაერთიანებელი, როგორც ქართული პოლიფონია, ქართული მუსიკა.... დემოკრატიამ უნდა გააერთიანოს საქართველო, გააძლიეროს და წინ წაწიოს ჩვენი ქვეყანა. თქვენ თვითონ მოიფიქრებთ როგორ დაარწმუნოთ ამომრჩეველი. როცა გეკითხებიან, რატომ უნდა მივცე მე ხმა? თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ პასუხი...."
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები მოეწყობა. კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობის გაზრას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანია მოიცავს საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციების და შეხვედრების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელთათვის კონკურსი იმართება, რომლის მიზანია თითოეული საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და სამოქალქო აქტივობის პოპულარიზაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.