რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის კორეელ მსოფლიო ჩემპიონს, დონჰან გვაკს დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა.
ოლიმპიადის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.