შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ავღანურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 300 მებრძოლი მოკლეს ორი კვირის წინათ ჩატარებულ ოპერაციაში, - განაცხადა ოთხშაბათს შეერთებული შტატების და ნატო-ს უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთში, უწოდა რა მას მძიმე დარტყმა ჯგუფისათვის. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.
გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა თქვა, რომ აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰარში იერიში შეერთებული შტატების ოპერაციების ნაწილი იყო, რომლის მიზანიცაა ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების გაუარესება ყველა იმ ადგილას, სადაც ის თავს წამოყოფს, იქნება ეს ერაყში, სირიასა თუ ავღანეთში.
იმ ჯგუფის მოქმედების არეალი, რომელმაც გასულ თვეს ქაბულის ჰაზარას შიიტი უმცირესობის დემონსტრაციის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა აიღო, შეზღუდულია და ავღანეთის 400 რაიონიდან მას მხოლოდ 3-იდან 4-მდე რაიონში აქვს პოზიციები შენარჩუნებული.
ნიკოლსონი ნიუ დელიში ინდოელ სამხედროებთან, რომლებიც ავღანელებს სწავლებას უტარებენ და აწვდიან გარკვეულ შეიარაღებას, მოლაპარაკებებს მართავს. მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ავღანურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კონტრ-ტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.
„მათ მოკლეს ორგანიზაციის რამდენიმე უმაღლესი ლიდერი და 300-მდე მებრძოლი“, - უთხრა მან რეპორტიორებს.
„რა თქმა უნდა ძნელია მსხვერპლის ზუსტი ოდენობის დასახელება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის სულ მცირე 25 პროცენტი განადგურებულია და ამგვარად, ეს მათთვის სასტიკ რეგრესს წარმოადგენს“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
„ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში პირველად 2015 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ყველაზე მაღალ საფეხურზე დგომისას მოძრაობას დაახლოებით 3 000 მებრძოლი ჰყავდა, ბევრი მათგანი კი ისეთი მეომართა დაჯგუფებების ყოფილი წვერები იყვნენ, როგორიცაა პაკისტანის თალიბანი და უზბეკეთის ისლამური მოძრაობა.
მანამდე მათგან უფრო მცირე საფრთხის მოლოდინი არსებობდა, ვიდრე ეს მათი სასტიკი მტრების თალიბებისგან, თუმცა ქაბულში გასულ თვეს მათ მიერ განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ ხაზგასმით აჩვენა, თუ რა სახიფათო შეიძლება იყოს ის მაშინაც კი, როცა მას დიდი ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილიღა უკავია, - წერს „როიტერსი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.