რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი ერგო. ლიპარტელიანის მეტოქემ გამარჯვება მცირე უპირატესობით მოიპოვა.
მანამდე ლიპარტელიანმა ნახევარფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, კორეელ დონჰან გვაკთან შეხვედრისას გამარჯვება იპონით მოიპოვა, უფრო ადრე კი მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა.
ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა.
რიოს 2016 წლის ოლიმპიადის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.